პროექტი მზადების სტადიაზეა

სოციალური საწარმო არის ორგანიზაცია, რომელიც იყენებს ბიზნესის მიდგომებს საზოგადოებრივი პრობლემების მოსაგვარებლად. გამომდინარე იქიდან, რომ სოციალური საწარმო სხვადასხვა თემში (იქნება ეს გეოგრაფიული თემი თუ ადამიანების ჯგუფი) არსებულ გამოწვევებს ბიზნეს მიდგომებით პასუხობენ, სოციალური საწარმოს გაგება სხვადასხვა კონტექსტში შესაძლოა სხვადასხვა იყოს.

დიდი ბრიტანეთში სოციალურ საწარმოს განმარტავენ, როგორც “ბიზნესს, რომლის უპირველესი მიზანიც სოციალური ხასიათისაა და რომელიც  ახდენს მოგების რეინვესტირებას თემში ან ბიზნესში ამ სოციალური მიზნების მისაღწევად. მისი მამოძრავებელი არ არის მოგების ზრდა მეწილეებისა და მფლობელებისათვის”[4].

რაც შეეხება აშშ-ში დამკვიდრებულ განმარტებას, სოციალური მეწარმეების ალიანსი (აშშ) სოციალურ საწარმოს განმარტავს, როგორც “ორგანიზაციას ან საწარმოს, რომელიც ახორციელებს სოციალურ მისიას სამეწარმეო, შემოსავლის მომტანი სტრატეგიებით”[5].

ევროკავშირმა 2011 წელს მიიღო სოციალური მეწარმეობის გლობალური ინიციატივის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც „სოციალური საწარმოების მეშვეობით ხდება სოციალური მიზნების შერწყმა სამეწარმეო მიდგომებთან. ეს ორგანიზაციები ფოკუსირდებიან სოციალური შედეგების მაქსიმიზაციაზე, გარემოსდაცვითი და სათემო მიზნების მიღწევაზე“[6].

რაც შეეხება საქართველოში სოციალური საწარმოს გაგებას, ამ ეტაპზე კანონი სოციალური მეწარმეობის შესახებ, რომელიც დაარეგულირებს კონცეფციის განმარტებას არ არის შემოღებული, თუმცა, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) სოციალურ საწარმოს განმარტავს, როგორც “ორგანიზებულ სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც ემსახურება სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფას, მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებას, აგრეთვე სოციალური მიზნების მიღწევას განათლების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, სპორტის და გარემოს დაცვის სფეროებში”